ცნობილია, როდის დაუბრუნდება ალისონი ლივერპულს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლივერპულის მეკარე ალისონ ბეკერმა გუნდის აზიური შეკრება პირადი მიზეზების გამო დატოვა...

აგვ. 6, 2025 - 12:27
 0
ცნობილია, როდის დაუბრუნდება ალისონი ლივერპულს
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლივერპულის მეკარე ალისონ ბეკერმა გუნდის აზიური შეკრება პირადი მიზეზების გამო დატოვა. ბრაზილიელის არ ყოფნამ საზოგადოებაში და განსაკუთრებით მედიის წრეებში არაერთი კითხვა გააჩინა – როდის დაუბრუნდება ის გუნდს?

ამ საკითხზე განმარტება ლივერპულის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, ბეკერი სრულ მზადყოფნაში იქნება 10 აგვისტოს, როცა "წითლები" ფა თასის ფინალში კრისტალ პალასს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ალისონის არყოფნისას, ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა და ორ მატჩში შეუცვლელად ითამაშა. როგორც ჩანს, მომავალში მას ძირითადში მოხვედრისთვის სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow