"ცხოვრების საგზური მივეცი" - რა თქვა სლუცკიმ კვარას გოლის შემდეგ ტრიბუნებიდან

მას შემდეგ, რაც მატჩის 73-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ინტერს თამაშის მეოთხე გოლი გაუტანა, რუსმა მწვრთნელმა ასეთი რამ თქვა

ივნ. 2, 2025 - 12:56
 0
"ცხოვრების საგზური მივეცი" - რა თქვა სლუცკიმ კვარას გოლის შემდეგ ტრიბუნებიდან
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას, რომელიც პარი სენ-ჟერმენსა და ინტერს შორის გაიმართა, ლეონიდ სლუცკიც დაესწრო, ადამიანი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას ავარჯიშებდა.

მას შემდეგ, რაც მატჩის 73-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ინტერს თამაშის მეოთხე გოლი გაუტანა, რუსმა მწვრთნელმა ასეთი რამ თქვა:

ის მე ვავარჯიშე და ცხოვრების საგზურიც მივეცი, განა ეს ცოტას ნიშნავს? ძალიან მიხარია, გულით მიხარია, თითქოს ის ჩვენია, ჩემია.

- თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ლეონიდ სლუცკი ყაზანის რუბინში ყოფნისას წვრთნიდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow