ჯუნიორ ნბა 2025-ის წილისყრას თბილისი არენამ უმასპინძლა

NBA-ის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მე-9-ედ ტარდება ჯუნიორ ნბა-ს ლიგა..

ივნ. 15, 2025 - 02:27
 0
ჯუნიორ ნბა 2025-ის წილისყრას თბილისი არენამ უმასპინძლა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მე-9-ედ ტარდება ჯუნიორ ნბა-ს ლიგა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2025 წლის სეზონში 129 გუნდი დარეგისტრირდა. შესაბამისად, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო აქტივობა, რომელშიც 2000-ამდე მოზარდი მონაწილეობს.

ჯუნიორ ნბა-ს მონაწილე თითოეული გუნდი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს. სწორედ გუნდებისთვის ნბა-ს კლუბების სახელების მინიჭებისთვის გაიმართა ჯუნიორ ნბა-ს წილისყრა, ეგრეთწოდებული დრაფტი, რომელსაც თბილისი არენამ უმასპინძლა. დრაფტს ჯუნიორ ნბა-ს მონაწილე 90-ივე გუნდის მწვრთნელები და თითო მოთამაშე დაესწრნენ, რომლებმაც უშუალოდ წილისყრაში მიიღეს მონაწილეობა, მათ გარდა იყვნენ მშობლები, მონაწილეთა ნათესავები და უბრალოდ მხარდამჭერები.

ჯუნიორ ნბა-ს დრაფტი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ლაშა გამყრელიძემ გახსნა:

დიდი სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ Jr. NBA-ს საქართველოს ტურნირის მე-9 სეზონის გახსნას. ეს ტურნირი უკვე მტკიცედ დამკვიდრდა ქართულ კალათბურთში და ყოველწლიურად უფრო მეტ ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას, გაიზარდოს სპორტში და ცხოვრებაში.
Jr. NBA-ს ტურნირი არ არის მხოლოდ შეჯიბრება — ეს არის მეგობრობის, გუნდურობის, დისციპლინისა და შრომისმოყვარეობის პლატფორმა. სწორედ ამ ღირებულებებზე შენდება როგორც წარმატებული სპორტსმენი, ისე ძლიერი საზოგადოება.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ამ ტურნირის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. დიდი მადლობა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისთვის, მადლობა აშშ-ის საელჩოს საქართველოში მრავალწლიანი მხარდაჭერისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისთვის. და, რა თქმა უნდა, მადლობა ყველა ჩვენს სპონსორს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ ტურნირის წარმატებაში.
მონაწილე გუნდებს გისურვებთ სიძლიერეს, ჯანსაღი კონკურენციის სულისკვეთებას და თამაშით სიამოვნების მიღებას. გახსოვდეთ, რომ მთავარი მხოლოდ შედეგი არ არის — მთავარი გამოცდილება, მეგობრობა და განვითარების გზაა, რომელსაც ერთად გადიხართ.
გისურვებთ წარმატებულ და დაუვიწყარ ტურნირს!

ჯუნიორ ნბა-ს წილისყრას მონაწილე გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, გენერალური მდივანი ლაშა გამყრელიძე, გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაული, სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი კერესელიძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

A ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, გურჯაანში, ხაშურში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება, B ლიგისა და C თამაშებს კი მთლიანად დედაქალაქი უმასპინძლებს.

GBF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow