"ამათი ფაფხური ამოვიდა ყელში" - როგორ ეხმაურება ქართველი გულშემატკივარი იბერიას მარცხს
რამდენიმე წუთის წინ ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ადგილობრივ გულშემატკივარს იმედები მორიგ ჯერზე გაუცრუა

იბერიამ საშინაო კედლებში შვედურ მალმიოსთან 1:3 წააგო და დიდი ალბათობით, განმეორებით შეხვედრაშიც განსხვავებულს ბევრს ვერაფერს ვნახავთ.
აი, როგორ ეხმაურებიან ქართველი გულშემატკივრები იბერიას წაგებას და უკვე ვინ მოთვლის მერამდენე იმედგაცრუებას:
"ამოვიდა ყელში ამათი ფაფხური. ყველაზე სამარცხვინო ჩემპიონატია თავისი კლუბებით"
"არის საქართველოში კარგი ახალგაზრდები, მათ მიეცით შანსი და არა ამ ლეგიონერებს, შემდეგ კი შედეგიც მოვა"
"ვინმეს თუ ეგონა, რომ იბერია მალმიოს მოუგებდა, ცივი წყალი დალიოს"
"გააუქმეთ საქართველოს ჩემპიონატი, ტყუილად ხარჯავთ ფულს"
"არაა ფეხბურთი თქვენი საქმე, ეზოს ბავშვები მოგიგებენ"
"ამათ ფეხბურთელები ჰქვიათ? მათ ადგილას რომ ვიყო, ფეხბურთს თავს დავანებებდი", - წერენ განრისხებული გულშემატკივრები.
What's Your Reaction?






