ახლა უარს ვეღარ იტყვიან - საბა გოგლიჩიძე რომას მიუახლოვდა

ახლა ემპოლი სერია B-ში არის დაქვეითებული და გაბერილ თანხებს მორალურად ვეღარ მოითხოვს

ივნ. 14, 2025 - 18:27
 0
ახლა უარს ვეღარ იტყვიან - საბა გოგლიჩიძე რომას მიუახლოვდა
როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის დასაწყისში რომა ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძის დამატებით იყო დაინტერესებული, თუმცა ტრანსფერი ემპოლის მაღალი მოთხოვნების გამო არ განხორციელდა.

ახლა ემპოლი სერია B-ში არის დაქვეითებული და გაბერილ თანხებს მორალურად ვეღარ მოითხოვს. რომაული გამოცემა წერს, რომ 7-8 მილიონი ევრო ამჯერად სრულებით საკმარისი იქნება, თუმცა რომას კონკურენციის გაწევა ფიორენტინასთან და პარმასთანაც მოუწევს.

თავის მხრივ, რომაში მთავარ მწვრთნელად ახლახანს დაინიშნა ჯან პიერო გასპერინი, რომელსაც ახალგაზრდებთან მუშაობა მშვენივრად გამოსდის და მისი გამოცდილება საბას ძალიან უნდა გამოადგეს.

საბა გოგლიჩიძემ გასულ სეზონში ემპოლის მაისურით სერია A-ს 33 მატჩში ითამაშა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow