"ბენფიკა" ფელიქსის დაბრუნებისთვის ემზადება - მთავარია თავად ჟოაოს გადაწყვეტილება

"ბენფიკა" ფელიქსის დაბრუნებისთვის ემზადება - მთავარია თავად ჟოაოს გადაწყვეტილება

ივლ. 26, 2025 - 23:27
 0
"ბენფიკა" ფელიქსის დაბრუნებისთვის ემზადება - მთავარია თავად ჟოაოს გადაწყვეტილება
პორტუგალიელი თავდამსხმელი ჟოაო ფელიქსი შესაძლოა, მშობლიურ კლუბში – ლისაბონის "ბენფიკაში“ დაბრუნდეს. როგორც პორტუგალიური მედია იტყობინება, ტრანსფერი ახლოსაა დასასრულთან და მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებში იმყოფებიან.

"ბენფიკა“ მზადაა, ფელიქსის სანაცვლოდ ლონდონის "ჩელსის“ 20-25 მილიონი ევრო გადაუხადოს. შეთანხმების შემთხვევაში, ფეხბურთელი ლისაბონურ კლუბთან ხელშეკრულებას 2030 წლის 30 ივნისის ჩათვლით გააფორმებს.

25 წლის ფელიქსმა პროფესიონალური კარიერა სწორედ "ბენფიკაში“ დაიწყო და 2018 წელს პირველ გუნდში დებიუტიც იქვე შედგა. მისი ბენეფისის თამაშები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ 2019 წელს მადრიდის "ატლეტიკომ“ მის სანაცვლოდ რეკორდული თანხა – 127 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა, ესპანურ გრანდში ფელიქსმა თავის დამკვიდრება ვერ შეძლო.

"ატლეტიკოდან“ წასვლის შემდეგ ფელიქსი იჯარის წესით ჯერ "ჩელსიში“, შემდეგ კი "ბარსელონაში“ თამაშობდა. მისი კარიერა ხანმოკლე პერიოდით დაკავშირებული იყო "მილანთანაც“, თუმცა სტაბილურობა და მაღალი შედეგიანობა კვლავ მიუღწეველი დარჩა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow