„გვაქვს პოტენციალი, რომ გავხდეთ ფსტის ექსპორტიორი ქვეყანა“ – „საქართველოს ფსტის ასოციაცია“

საქართველოსთვის აქამდე უცნობი მცენარე ფსტა ქვეყანაში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. დღეს სულ უფრო მეტ ფერმერს უჩნდება სურვილი ფსტის ბაღები გააშენოს. კულტურა ნახევრად უდაბნოს ზონებში ხარობს. ასეთი კლიმატური პირობები კი საქართველოს ტერიტორიაზე კახეთისა და ქართლის რეგიონებში გვხვდება. ნახევრად უდაბნოს კლიმატურ პირობებს ბევრი მცენარე ვერ ეგუება, რის გამოც ზემოთ დასახელებულ ორ რეგიონში სულ უფრო მეტ ფერმერს და პოტენციურ […]

აპრ. 22, 2025 - 20:27
 0
„გვაქვს პოტენციალი, რომ გავხდეთ ფსტის ექსპორტიორი ქვეყანა“ – „საქართველოს ფსტის ასოციაცია“

საქართველოსთვის აქამდე უცნობი მცენარე ფსტა ქვეყანაში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. დღეს სულ უფრო მეტ ფერმერს უჩნდება სურვილი ფსტის ბაღები გააშენოს. კულტურა ნახევრად უდაბნოს ზონებში ხარობს. ასეთი კლიმატური პირობები კი საქართველოს ტერიტორიაზე კახეთისა და ქართლის რეგიონებში გვხვდება. ნახევრად უდაბნოს კლიმატურ პირობებს ბევრი მცენარე ვერ ეგუება, რის გამოც ზემოთ დასახელებულ ორ რეგიონში სულ უფრო მეტ ფერმერს და პოტენციურ ფერმერს უჩნდება სურვილი გააშენოს ფსტის ბაღები.
,,ყოველ წელს იზრდება ფსტის ბაღები ქვეყანაში. პრაქტიკულად მთელი საქართველოა მოცული. ზოგან არ გაამართლა. ბაღები ძირითადად კახეთის რეგიონშია გაშენებული. მცირე რაოდენობით არის ქვემო ქართლში. ბოლო რამდენიმე წელია დაიწყეს მოსავლის მიღება ქართველმა ფერმერებმა. მოსავალი ყოველწლიურად უფრო იზრდება. პოტენციალი ძალიან დიდია. ფსტა ნახევრად უდაბნოს მცენარეა. ასეთი არეალები ბევრია როგორც ქვემო ქართლში, ასევე კახეთის რეგიონში. ასეთ არეალებში სხვა მცენარეებს უჭირთ, ამიტომ ფსტა იქცა ერთგვარ უალტერნატივო და უკონკურენტო დარგად, თუ სწორად მოხდება ამ რეგიონების შესაძლებლობების გამოყენება და ათვისება. ძალიან დიდია ინტერესი ბაღების გაშენების მიმართულებით, რადგან ისეთ ადგილებში ხარობს, სადაც სხვა კულტურებს უჭირთ. ასეთი ნიადაგების და არეალების ათვისების მიმართულებით ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ახალი კულტურაა და ინტერესს აჩენს.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში ,,ფსტას ასოციაციის თავმჯდომარე’’ ოთარ ანგურიძე.
ფსტის ბაღების გაშენების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მებაღეებმა პირველი მოსავალი მიიღეს. ,,ფსტას ასოციაციის თავმჯდომარე’’ აცხადებს, რომ გასულ წელს ქვეყანაში ათეულობით ტონა მოსავალი მოვიდა. მოცულობა კი შემდგომ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან იმატებს ბაღების ფართობები და ხეების მოსავლიანობა. ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი მოიყვანოს იმდენი ფსტა, რომ დააკმაყოფილოს ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნა და პროდუქტი ექსპორტზეც გაიტანოს.
,,რამდენიმე ბარში ფერმერებმა მოსავალი უკვე მიიღეს. ქართული ფსტა გახდა ხელშესახები და ვიზუალურად დასანახი. ამან კიდევ უფრო მეტად გაზარდა დაინტერესება ფერმერებში და პოტენციურ ფერმერებში. გასულ წელს რამდენიმე ათეული ტონა იყო მოსავალი. მაგრამ ეს კულტურა ყოველწლიურად მეტ მოსავალს მოგვცემს, რადგან ახალი ბაღების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ბაღების გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს იმაზე, რომ ყოველ მე-3, მე-4 და მე-5 წელს გაშენებულ ბაღებში მოსავლიანობა კიდევ უფრო იქნება გაზრდილი, რაც ქართულ პროდუქტს მისცემს ძალიან კარგ შესაძლებლობას, რომ ადგილობრივი ბაზარიც აითვისოს და გავიდეს უცხოურ ბაზრებზეც. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ფსტის ექსპორტიორი ქვეყანა. სხვა კაკლოვანი კულტურების ექსპორტიორები ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ კაკლოვან კულტურებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილის მქონე იქნება ფსტა“, – აცხადებს ოთარ ანგურიძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow