დებიუტი "ნოტინგემ ფორესტთან" - ნოდარ ლომინაძე "ეშტორილში" ძირითადში იყო

დებიუტი "ნოტინგემ ფორესტთან" - ნოდარ ლომინაძე "ეშტორილში" ძირითადში იყო

ივლ. 31, 2025 - 03:57
 0
დებიუტი "ნოტინგემ ფორესტთან" - ნოდარ ლომინაძე "ეშტორილში" ძირითადში იყო
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნოდარ ლომინაძემ, პორტუგალიური "ეშტორილის“ რიგებში სადებიუტო შეხვედრა გამართა. კლუბმა პირველი ამხანაგური მატჩი ინგლისური "ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ ჩაატარა და დაპირისპირება გატანების გარეშე, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

23 წლის ლომინაძე სასტარტო თერთმეტეულში იყო და მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა. შესვენებაზე ორივე გუნდმა ძირეული ცვლილებები განახორციელა, რაც ხშირად ხდება მოსამზადებელი ეტაპის შეხვედრებში.

ლომინაძე დედაქალაქური "დინამო თბილისიდან“ პორტუგალიაში ახალგაზრდული ევროს დასრულების შემდეგ გადავიდა, სადაც მან საქართველოს ნაკრების მაისურით თავი კარგად წარმოაჩინა. "ეშტორილთან“ ქართველმა ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შემდეგი სპარინგი "ეშტორილს" 2 აგვისტოს "მილუოლის“ წინააღმდეგ ელის, ხოლო ლიგა პორტუგალის 2024/25 წლების სეზონის სტარტზე კლუბი 11 აგვისტოს "ესტრელას“ უმასპინძლებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow