დიდებული პროგნოზი - ვინ მოიგებს ლიგის ფინალში სუპერკომპიუტერის გათვლებით

სეზონის დამაგვირგვინებელ მატჩზე თავისი ვარაუდი გამოთქვა სუპერკომპიუტერმა, რომლის აზრითაც ფრანგები იტალიელებს 2:1-ს დაამარცხებენ

მაი. 26, 2025 - 00:27
 0
დიდებული პროგნოზი - ვინ მოიგებს ლიგის ფინალში სუპერკომპიუტერის გათვლებით
31 მაისს პარი სენ-ჟერმენისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერს ეთამაშება, რომელმაც ფანტასტიკურად მოთამაშე ბარსელონა გამოთიშა ტურნირს.

სეზონის დამაგვირგვინებელ მატჩზე თავისი ვარაუდი გამოთქვა სუპერკომპიუტერმა, რომლის აზრითაც ფრანგები იტალიელებს 2:1-ს დაამარცხებენ.

პარიზელთა ამჟამინდელი სათამაშო ფორმა და ულევი ტალანტი შეტევით ფაზაში დაუძლეველი ძალა აღმოჩნდება. მიუხედავად ამისა, ინტერი დიდ წინააღმდეგობას შექმნის თავისი გამოცდილებისა და ტაქტიკური განსწავლულობის ხარჯზე.

- ამბობს ხელოვნური ინტელექტი.

შეგახსენებთ, რომ ინტერმა ბოლოს ჩემპიონთა ლიგა 2010 წელს მოიგო, პარიზელებისთვის კი სადებიუტო გამარჯვება იქნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow