ევროკავშირის პასუხი აშშ-ს ტარიფებზე – რაზე შეთანხმდნენ წევრი ქვეყნები
ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს, 9 აპრილს, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის წინადადებას – შემოიღონ საპასუხო სავაჭრო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ. “ევროკომისიის წინადადება მარტში შეიქმნა აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ შემოიღოს ტარიფები ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე. ევროკავშირი შეერთებული შტატების ტარიფებს უსამართლოდ და დამაზიანებლად […] The post ევროკავშირის პასუხი აშშ-ს ტარიფებზე – რაზე შეთანხმდნენ წევრი ქვეყნები appeared first on .

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს, 9 აპრილს, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის წინადადებას – შემოიღონ საპასუხო სავაჭრო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ.
“ევროკომისიის წინადადება მარტში შეიქმნა აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ შემოიღოს ტარიფები ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე.
ევროკავშირი შეერთებული შტატების ტარიფებს უსამართლოდ და დამაზიანებლად მიიჩნევს, რომლებიც ეკონომიკურ ზიანს იწვევს ორივე მხარისთვის, ისევე როგორც გლობალური ეკონომიკისთვის. ევროკავშირმა ნათლად განაცხადა თავისი პრიორიტეტი, იპოვოს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად გამოსავალი, რომელიც იქნება დაბალანსებული და ორმხრივად მომგებიანი”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განმარტებით, ევროკავშირის საპასუხო ზომები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც დასრულდება ევროკომისიის შიდა პროცედურები და სააღსრულებო აქტი გამოქვეყნდება. ტარიფები 15 აპრილიდან დაიწყება.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ საპასუხო ტარიფების შეჩერება ნებისმიერ დროს შეიძლება, თუ აშშ მოლაპარაკებების შედეგად “სამართლიან და დაბალანსებულ” შედეგს დათანხმდება.
The post ევროკავშირის პასუხი აშშ-ს ტარიფებზე – რაზე შეთანხმდნენ წევრი ქვეყნები appeared first on .
What's Your Reaction?






