ევროპის ჩემპიონატი თელავში | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა
თელავში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში 19-წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის მეორე მატჩი ბელგიის ნაკრებთან გამართა და 25:34 დამარცხდა

საქართველოს შემადგენლობა:
ლიზი ძამუნაშვილი (6 გოლი), ლიზი ქაჯაია (5), ლიზი ჯანდიერი (4), გვანცა რურუა (3), მარიამ ლაფერაძე (2), დიანა არაბიძე (2), ნატალი გაზაშვილი (1), მარიამ ოდიკაძე (1), ანასტასია მაჭანკალაძე (1), ლიზი კვესელავა, ნინო ქებურია, მარიამ ქათამაძე, ანასტასია ესართია, ანა კოვზირიძე.
საქართველოს ნაკრების მეკარეებს, ნატალი საბაშვილსა და ანანო გაწერელიას 4-4 მოგერიება ჰქონდათ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გვანცა რურუა დასახელდა.
What's Your Reaction?






