“ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე” – ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისთან დაკავშირებით კომიტეტი შეიქმნება. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არალეგიტიმური ხელისუფლების გამო საფრთხის ქვეშ მყოფი დამოუკიდებლობის დაცვა რუსთაველზე უნდა მოხდეს. “საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან – ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რომ ჩვენ დავგეგმოთ მთლიანად საზოგადოების 26 მაისი, რამეთუ […] The post “ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე” – ზურაბიშვილი appeared first on .

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისთან დაკავშირებით კომიტეტი შეიქმნება. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არალეგიტიმური ხელისუფლების გამო საფრთხის ქვეშ მყოფი დამოუკიდებლობის დაცვა რუსთაველზე უნდა მოხდეს.
“საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან – ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რომ ჩვენ დავგეგმოთ მთლიანად საზოგადოების 26 მაისი, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი, ყველასი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, ანუ რუსთაველზე და ამას გავაკეთებთ, დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების წარმომადგენლები, ამ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები წელს რუსთაველის გამზირზე არ გაიმართება.
The post “ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე” – ზურაბიშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






