ზაფხულის პირველი მეგა ტრანსფერი - ვის იმატებს ნაპოლი
„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი კევინ დე ბრუინე დიდი ალბათობით კარიერის ახალ ეტაპს იტალიაში გააგრძელებს...

იტალიური კლუბი 32 წლის ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. საერთო პაკეტი, მათ შორის ხელმოწერის ბონუსი, დაახლოებით 27 მილიონ ევროს შეადგენს, რაზეც წინასწარი ინფორმაციით ბელგიელი ფეხბურთელი თანახმაა.
დე ბრუინეს საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. თუ ტრანსფერი რეალობად იქცა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გადაადგილება ევროპულ ფეხბურთში მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში.
ცნობისთვის, დე ბრუინს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაპოლი მის დამატებას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს.
What's Your Reaction?






