კეილორ ნავასი კარიერას მექსიკაში გააგრძელებს
კოსტა რიკელი ლეგენდარული მეკარე, კეილორ ნავასი, კარიერას მექსიკაში აგრძელებს. 38 წლის კიპერმა არგენტინული "ნიუელს ოლდ ბოისი" დატოვა....

ნავასი განსაკუთრებულად დაამახსოვრდა გულშემატკივრებს მადრიდის "რეალში" გატარებული წლებით, სადაც ის არაერთ ტიტულს დაეუფლა. შემდგომში კეილორმა კარიერა "პარი სენ-ჟერმენში" და "ნოტინგემ ფორესტშიც" გააგრძელა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სტაბილურობას და გამოცდილებას.
არგენტინულ "ნიუელსში" გატარებულ მოკლე პერიოდში ნავასმა 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან რვაში კარის მშრალად შენახვა შეძლო. გამოცდილმა მეკარემ მხოლოდ 11 გოლი გაუშვა, რაც მის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ ამტკიცებს.
What's Your Reaction?






