ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 მაისის პერიოდისთვის
სააგენტო "პარალელი" ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 მაისის პერიოდისთვის 2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 3 მაისიდან 3 დღის განმავლობაში. აპრილი, მთლიანობაში, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რიგ შემთხვევაში იყო სერიოზულიც, თუმცა თვის შუა რიცხვებიდან, უმრავლეს შემთხვევაში უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა გამყარებისა და სტაბილიზაციის ნიშნები, თუმცა მაინც გარკვეული რყევებით, რაც […] ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 მაისის პერიოდისთვის პარალელი

სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 მაისის პერიოდისთვის
2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 3 მაისიდან 3 დღის განმავლობაში.
აპრილი, მთლიანობაში, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რიგ შემთხვევაში იყო სერიოზულიც, თუმცა თვის შუა რიცხვებიდან, უმრავლეს შემთხვევაში უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა გამყარებისა და სტაბილიზაციის ნიშნები, თუმცა მაინც გარკვეული რყევებით, რაც მაისის პირველ რიცხვებშიც გაგრძელდა.
აშშ დოლართან მიმართებაში აპრილში სახეზეა სტაბილური გამყარების დინამიკა, თვის ბოლოს გარკვეული რყევებით, თუმცა მაისის პირველ რიცხვებში ისევ გაგრძელდა გამყარება. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
29 აპრილი – 2.7496;
30 აპრილი – 2.7516;
01 მაისი – 2.7492;
02 მაისი – 2.7487.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0004 ლარით და 1 აშშ დოლარი 3 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7483 ლარი ეღირება.
აპრილი, ევროსთან მიმართებაში, ლარის რყევებით დაიწყო, რაც გაუფასურების მიმართულებით თვის შუა რიცხვებამდე გაგრძელა, თვის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მაისის პირველ რიცხვებში კი, გარკვეული რყევებით, ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
29 აპრილი – 3.1227;
30 აპრილი – 3.1305;
01 მაისი – 3.1239;
02 მაისი – 3.1143.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0005 ლარით და 3 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1138 ლარი ეღირება.
აპრილსა და მაისის პირველი რიცხვებში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში მოხდა ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები, საგრძნობი გაუფასურებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში ლარის გამყარდა და შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც ძალაში იქნება 3 მაისიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6525 ლარი (გამყარდა 0.0123 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0713 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6582 (გამყარდა 0.0017 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6160 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0469 ლარი (გამყარდა 0.0097 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3313 ლარი (გაუფასურდა 0.0052 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7797 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2507 ლარი (გამყარდა 0.0025 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.6145 ლარი (გაუფასურდა 0.0187 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8985 ლარი (გამყარდა 0.0065 ლარით).
აპრილი ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, თვის ბოლოს დაწყებულ ეროვნული ვალუტის დინამიურ გაუფასურებას კი, გამყარება მოჰყვა მაისის პირველ რიცხვებში. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
29 აპრილი – 3.3435;
30 აპრილი – 3.3672;
01 მაისი – 3.3738;
02 მაისი – 3.3598.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0449 ლარით და 3 მაისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3149 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 მაისის პერიოდისთვის
პარალელი
What's Your Reaction?






