მანჩესტერი მათეუშ კუნიას დამატებასთან ძალიან ახლოსაა
რუბენ ამორიმის გუნდი ფორვარდს ვულვზიდან შეიძენს

კლუბმა ბრაზილიელ თავდამსხმელს თავისი პროექტი გააცნო, რაც კუნიასთვის მისაღები აღმოჩნდა და ვერბალური შეთანხმებაც შედგა, ახლა კი დოკუმენტაცია უნდა გაფორმდეს.
როგორც იწერება, ინგლისურ გრანდს ვულვზისთვის 62.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს და სავარაუდოდ, კუნია გუნდში მთავარი სტრაიკერი იქნება.
ცნობისთვის, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კუნიამ 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
What's Your Reaction?






