მანჩესტერ სიტი ტიჯანი რეინდერსის დამატებას შეეცდება

სიტის მილანელთა ნახევარმცველი ძალიან მოსწონს

მაი. 15, 2025 - 14:27
 0
მანჩესტერ სიტი ტიჯანი რეინდერსის დამატებას შეეცდება
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ახალი სეზონიდან მანჩესტერ სიტი ტიჯანი რეინდერსის დამატებას შეეცდება.

მილანელთა ნახევარმცველი სიტის პრიორიტეტებში შედის. მიუხედავად ამისა, ნიდერლანდელი ფეხბურთელი ახლა მილანის ბოლო შეხვედრებზეა ორიენტირებული, რასაც მანჩესტერში პატივს სცემენ და მოთმინებით იცდიან.

როგორც კი სეზონი დასრულდება, მილანი ინგლისური კლუბისგან წინადადებას მიიღებს, - პეპ გვარდიოლას სურვილია, რომ გუნდის ახალი რვიანი სწორედ რეინდერსი იყოს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow