მექსისი პრეზიდენტმა ჩიჩარიტო საჯაროდ გააკრიტიკა
მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა, საჯაროდ გააკრიტიკა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი — ხავიერ ერნანდესი...

"ეძებთ კაცს, რომელიც თქვენზე იზრუნებს, მაგრამ სახლის დალაგებას ჩაგვრას უწოდებთ?! გინდათ დაამკვიდროთ აზრი, რომ მამაკაცები ქალებს ჩაგრავენ, სინამდვილეში კი პირიქითაა - თქვენ ახდენთ ზეწოლას ჩვენზე", - განაცხადა ჩიჩარიტომ.
შეინბაუმმა ჩიჩარიტოს პასუხად თქვა, რომ ის კარგი სპორტსმენია, თუმცა ცხოვრებისეულად ჯერ კიდევ ბევრი აქვს შესასწავლი. „მე ვარ დედა, ბებია, დიასახლისი და ამავდროულად შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. ქალებს შეუძლიათ ყველაფრის მიღწევა,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ჩიჩარიტოს მექსიკის ნაკრებში 109 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 52 გოლი აქვს გატანილი. ეროვნულ გუნდში ის 2019 წლის შემდეგ აღარ გამოჩენილა.
What's Your Reaction?






