"მისი შენარჩუნება შეუძლებელია, სასწორზე დიდი ფული დევს" - სარაევოს მწვრთნელი გულიაშვილზე

ბოსნიური სარაევოს მთავარი მწვრთნელის თქმით, კლუბს გიორგი გულიაშვილის ახალი სეზონისთვის შენარჩუნება ძალიან უნდა გაუჭირდეს

ივლ. 17, 2025 - 20:57
 0
"მისი შენარჩუნება შეუძლებელია, სასწორზე დიდი ფული დევს" - სარაევოს მწვრთნელი გულიაშვილზე
ბოსნიური სარაევოს მთავარი მწვრთნელის თქმით, კლუბს გიორგი გულიაშვილის ახალი სეზონისთვის შენარჩუნება ძალიან უნდა გაუჭირდეს.

როგორც ირკვევა, სარაევოს ქართველის სანაცვლოდ სარფიანი წინადადება შეუვიდა, რომელზეც ბოსნიელებს უარის თქმა გაუჭირდებათ:

გულიაშვილის შენარჩუნება ჩვენთვის რთული იქნება. უფრო სწორად, ეს შეუძლებელია. რადგან სასწორზე დიდი ფული დევს. სერიოზულ ტრანსფერებს ვახორციელებთ და ამით თავადაც ვიზრდებით.

გვინდა, გასულ წელთან შედარებით უკეთესი შემადგენლობა გვყავდეს, მაგრამ არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ.

- თქვა სარაევოს მწვრთნელმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow