მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რომში იმყოფება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც დახვედრის ცერემონია გაიმართა. ყაველაშვილი, 18 მაისს, ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახლად არჩეული პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაში ასევე იმყოფებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

მაი. 18, 2025 - 00:27
 0
მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რომში იმყოფება.

პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ყაველაშვილი, 18 მაისს, ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახლად არჩეული პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაში ასევე იმყოფებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow