მოულოდნელი აღიარება - კვარამ კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პარი სენ-ჟერმენთან ერთად თავს შესანიშნავად გრძნობს, მედიასთან საუბრისას კარიერაში ყველაზე რთულ და ძლიერ მეტოქეს ასახელებს.

"ყველაზე ძლიერი ოპონენტი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია? - ალბათ, დავიდე კალაბრია. მის პირისპირ დიდ კონკურენციას ვგრძნობდი და თამაში მუდმივად მიჭირდა." - თქვა ხვიჩამ.
სხვათა შორის, თავის დროზე კალაბრიაც აქებდა კვარას. იტალიელ მცველს ნათქვამი აქვს, რომ ხვიჩა ნაპოლიში ყოფნისას სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რასაც მინდორზე ქართველი მუდმივად ამტკიცებდა.
What's Your Reaction?






