ნაპოლი დარვინ ნუნიესის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ახალი სეზონისთვის ნაპოლი ლივერპულის ურუგვაელი ფორვარდის, დარვინ ნუნიესის დამატებას შეეცდება

აურელიო დე ლაურენტისმა ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება გადაწყვიტა და კევინ დე ბრუინის სახით ერთი ხმაურიანი ტრანსფერი უკვე განახორციელა, ახლა კი მეორე შეთანხმების დრო დადგა.
თავის მხრივ, ნაპოლიში გადასვლა დარვინ ნუნიესსაც უნდა აწყობდეს, რადგან პრემიერ ლიგაში უკვე 3 სეზონი გაატარა და ლივერპული მისი კლუბი აშკარად არ აღმოჩნდა.
Transfermarkt-ზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ურუგვაელი სტრაიკერის ფასი 45 მილიონი ევროა.
What's Your Reaction?






