ნინიაშვილი მოედანზე ლელოთი დაბრუნდა - "ლიონმა" შინ "მონპელიეს" სძლია

ნინიაშვილი მოედანზე ლელოთი დაბრუნდა - "ლიონმა" შინ "მონპელიეს" სძლია

აპრ. 21, 2025 - 06:27
 0
ნინიაშვილი მოედანზე ლელოთი დაბრუნდა - "ლიონმა" შინ "მონპელიეს" სძლია
სამი კვირის წინ გამართული ტოპ 14-ის მატჩი ბაიონასა და ლიონის მონაწილეობით არასასიამოვნო ეპიზოდით დაიწყო ქართველ გულშემატკივრებისთვის — დავით ნინიაშვილი მოედანი პირველი ტაიმის შუაში, შეჯახების შემდეგ, საკაცით დატოვა. საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმა არ დადასტურდა და მალევე ცნობილი გახდა, რომ მორაგბე მოედანს რამდენიმე კვირაში დაუბრუნდებოდა.

სწორედ ასე მოხდა — 19 აპრილს, ლიონისა და მონპელიეს შეხვედრაში, ნინიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და ბრწყინვალედაც იასპარეზა: მან ლელო დადო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ლიონმა მატჩი ანგარიშით 32:23 მოიგო.

ამ გამარჯვებამ ლიონს 48 ქულა შემატა და გუნდი ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩში, რომელიც 26 აპრილს გაიმართება, ნინიაშვილის გუნდი კლერმონს ესტუმრება. შეხვედრის დაწყება თბილისის დროით 18:30 საათზეა დაგეგმილი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow