"ოქროს ბურთი? მე და მბაპე ყოველთვის ვთვლიდით, რომ.." - რას ამბობს უსმან დემბელე

2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე მედიაში უსმან დემბელეს კომენტარი ვრცელდება

ივნ. 15, 2025 - 22:27
 0
"ოქროს ბურთი? მე და მბაპე ყოველთვის ვთვლიდით, რომ.." - რას ამბობს უსმან დემბელე
2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე მედიაში უსმან დემბელეს კომენტარი ვრცელდება.

ფრანგი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ უმთავრესია ჯილდოს მისაღებად კოლექტიური ტიტულები მოიგო და სტაბილურად კარგი სეზონი გქონდეს.

ოქროს ბურთი? მე და კილიანი ყოველთვის ვთვლიდით, რომ გუნდური ტიტულების მოგება აუცილებელი წინაპირობაა ოქროს ბურთის მისაღებად. მთავარი გასაღები იმაში მდგომარეობს, რომ ტურნირებზე მაქსიმალურად შორს გახვიდე და მთელი სეზონი წარმატებულად თამაშობდე.

- თქვა დემბელემ.

უკანასკნელი მონაცემებით, უსმან დემბელეს ყველაზე აქტიურ კონკურენციას ლამინ იამალი უწევს, თუმცა მთავარ ფავორიტად მაინც პსჟ-ის ლიდერი მიიჩნევა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow