"პარი სენ-ჟერმენმა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე "სიეტლ უონდერერსი" დაამარცხა

"პარი სენ-ჟერმენმა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე "სიეტლ უონდერერსი" დაამარცხა

ივნ. 24, 2025 - 02:27
 0
"პარი სენ-ჟერმენმა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე "სიეტლ უონდერერსი" დაამარცხა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენმა" 2:0 სძლია "სიეტლ უონდერერსს" და ჯგუფიდან პირველი ადგილით.

გოლების ავტორები 35-ე წუთზე სწორედ დედაქალაქელთა ქართველი შემტევი და 67-ე წუთზე ჰაკიმი გახდნენ. კვარამ გოლი კურიოზულად გაიტანა, მაშინ როცა ვიტინიამ საჯარიმოს გარედან ბურთი დაარტყა, დარტყმული სწორედ ქართველის ზურგს მოხვდა, რომელმაც ბურთი აისხლიტა და მეტოქის კარში წავიდა.

"პსჟ" ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს, მას "ბოტაფოგო" მოჰყვება, რომელმაც მიუხედავად "ატლეტიკოსთან" ბოლო წუთებზე განცდილი მარცხისა (0:1), ადგილი მაინც ვერ დაკარგა. მესამე ადგილზე ნახსენები "როხიბლანკოა", ბოლო პოზიციას კი "სიეტლ უონდერერსი" იკავებს

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow