პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინისტრი, რომელიც მანამდე კურსკის ოლქს ხელმძღვანელობდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რომან სტაროვოიტი გაათავისუფლა ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობიდან. პუტინის ორწინადადებიან ბრძანებაში, რომელიც დღეს, 7 ივლისს გამოქვეყნდა, გადაწყვეტილების მიზეზი დასახელებული არ არის. რომან სტაროვოიტი რუსეთის ტრანსპორტის მინისტრად 2024 წლის მაისში დაინიშნა. მანამდე, 2018 წლიდან ის კურსკის ოლქის გუბერნატორი იყო. სტაროვოიტის მინისტრად დანიშვნის შემდეგ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შესრულება დაევალა მის მოადგილეს, ალექსეი სმირნოვს. სმირნოვმა,...

What's Your Reaction?






