რა შესძინა კვარაცხელიამ გუნდს? - დემბელეს მაგარი პასუხი ჟურნალისტებს

პსჟ-ს ფრანგმა ლიდერმა უსმან დემბელემ მედიასთან ინტერვიუში თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა...

მაი. 7, 2025 - 16:27
 0
რა შესძინა კვარაცხელიამ გუნდს? - დემბელეს მაგარი პასუხი ჟურნალისტებს
პსჟ-ს ფრანგმა ლიდერმა უსმან დემბელემ მედიასთან ინტერვიუში თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ხვიჩა არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც შესანიშნავი ადამიანია. როცა გუნდს შემოუერთდა, მივეცი რამდენიმე რჩევა - ბუნებრივია, ადაპტაციის პროცესი ყველას სჭირდება. თუმცა ის მალე ჩაერთო კოლექტივში. მორცხვია? არა, პირიქით - კომუნიკაბელური და ხალისიანი პიროვნებაა.

რაც მთავარია, მისი ტექნიკა, გამბედაობა და გოლის გრძნობა ჩვენს შეტევებს ახალი განზომილება შესძინა
", - განაცხადა დემბელემ.

ცნობისთვის, პსჟ დღეს ფინალში გასასვლელად ბრძოლაში არსენალს უმასპინძლებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow