საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საფრანგეთთან დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთთან დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა მორიგი გმირული ბრძოლა ჩაატარა, თუმცა დრამატულ დასასრულში გამარჯვება ხელიდან გაუშვა — საფრანგეთთან დაპირისპირება 2:3 დასრულდა.
მატჩში ანგარიში პირველ ტაიმში, 35-ე წუთზე გაიხსნა — ფრანგები ტელის გოლით დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა თამაში გაათანაბრა და ინიციატივა ხელში აიღო. 76-ე წუთზე უჩა აბუაშვილმა ზუსტი დარტყმით გაათანაბრა, ხოლო 84-ე წუთზე ლუკა საზონოვმა საქართველოს ოცნებას დამატებითი ენერგია შესძინა — 2:1 ჩვენს სასარგებლოდ.
თუმცა, ბოლო წუთებში ყველაფერი შეიცვალა. 89-ე წუთზე ლეპენანმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 90+12-ე წუთზე ბარიმ ფრანგებისთვის გამარჯვების გოლი გაიტანა და ანგარიში 3:2 გახადა.
ეს მარცხი ჯგუფიდან გასვლის შანსებს არ აუქმებს — ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.
C ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალიამ პოლონეთი 5:0 გაანადგურა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
მომდევნო მატჩი 17 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ, 23:00 საათზე დაიწყება.
ეს შეხვედრა გადამწყვეტია — ქართველებს პორტუგალიასთან დადებითი შედეგი სჭირდებათ, რათა ჯგუფიდან გასვლის ისტორიული შანსი შეინარჩუნონ.
What's Your Reaction?






