სომეხი ფეხბურთელის, ჰენრიკ მხითარიანის თქმით, კარიერის გაგრძელება კვლავ ინტერში სურს და სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს, რათა სათამაშო დონე შეინარჩუნოს.
არ ვიცი რამდენი დამრჩა სათამაშო. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ვიცი, რომ ჯერ ისევ მინდა მინდორზე გასვლა. კიდევ ერთი წელი მრჩება კონტრაქტით ინტერთან, და თუ არ გამაგდებენ, დავრჩები.
არ მსურს კარიერა სინანულის გრძნობით დავასრული, რომ ეს ნაადრევად გავაკეთე. ინტერის შემდეგ გავჩერდები. არ მინდა დავაგდო დონე, ამიტომაც არ წავალ სათამაშოდ სომხეთში. რაც შეეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საუდის არაბეთი, მე ეს არ მაინტერესებს. იქაური ლიგის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფეხბურთს ფულის გამო არ ვთამაშობ.
- თქვა მხითარიანმა.