სხვაობა ნაპოლისა და პარიზს შორის - რა მოსწონს კვარას ყველაზე მეტად ახალ გუნდში

ხვიჩამ კომენტარი გააკეთა იმ განსხვავებაზეც, რაც ყოფილ კლუბ ნაპოლისა და ამჟამინდელ პარი სენ-ჟერმენს შორის არსებობს

ივნ. 20, 2025 - 16:27
 0
სხვაობა ნაპოლისა და პარიზს შორის - რა მოსწონს კვარას ყველაზე მეტად ახალ გუნდში
დღეს დილით ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ბოტაფოგოსთან ყველასთვის მოულოდნელად წააგო და მესამე მატჩის გამართვამდე საკუთარი გულშემატკივარი აანერვიულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კვარამ კლასიკური კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდი ახლა სიეტლთან მატჩზე უნდა ფოკუსირდეს.

სხვათა შორის, ხვიჩამ კომენტარი გააკეთა იმ განსხვავებაზეც, რაც ყოფილ კლუბ ნაპოლისა და ამჟამინდელ პარი სენ-ჟერმენს შორის არსებობს:

პსჟ ისეთი გუნდია, სადაც ერთი ერთზე თამაში შემიძლია და ეს ძალიან მახარებს. თავისუფლად ვთამაშობ ჩემს გუნდთან ერთად.

- თქვა კვარამ.

ცნობისთვის, პარი სენ-ჟერმენი ჯგუფის მესამე შეხვედრას 23 ივნისს გამართავს, მეტოქე კი სიეტლი იქნება, რომელთანაც პარიზელებს გამარჯვება დასჭირდებათ, რათა პლეიოფში მშვიდად და წყნარად გავიდნენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow