უდიდესი თავსატეხი ფინალის წინ - რა უნდა გადაწყვიტოს ლუის ენრიკემ
ფრანგულმა გამოცემამ Le Parisien ჩემპიონთა ლიგის ფინალს საინტერესო ანალიზი მიუძღვნა. ჟურნალისტი დომინიკ სევერაკი პროგნოზირებას აკეთებს...

სევერაკი ხაზს უსვამს, რომ ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას მცირე დისკომფორტი არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს და ფეხბურთელი ფინალს სავსებით მზად შეხვდება. გამოცემის ცნობით, ლუის ენრიკე ხვიჩასა და უსმან დემბელეს განიხილავს როგორც შეუცვლელ ფიგურებს შეტევაში, თუმცა რჩება კითხვა, ვინ დაუმშვენებს მათ გვერდს – სწრაფი ბრედლი ბარკოლა თუ ტექნიკური დეზირე დუე.
Le Parisien-ის თანახმად, ბარკოლას სიმძლავრეები კარგად გამოვლინდა წინა შეხვედრებში „ლივერპულთან“ და „ასტონ ვილასთან“, როდესაც მან დაცვით დაუბალანსებელ სივრცეებში მაქსიმალურად ეფექტურად იფეთქა. მისი სისწრაფე შესაძლოა განსაკუთრებით გამოსადეგი აღმოჩნდეს „ინტერის“ ფლანგური მცველების – დიმარკოსა და დუმფრისის წინააღმდეგ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აქტიურად ერთვებიან შეტევაში და უკან სივრცეებს ტოვებენ.
ავტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს ბარკოლას პოზიციაზე — დაიწყებს თუ არა თამაშს მარჯვენა ფლანგზე, რათა კვარაცხელიამ მარცხენა მხარეს თავისუფლად იმოქმედოს, თუ სურათი საპირისპიროდ განაწილდება.
სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა, რომელსაც დომინიკ სევერაკი გვთავაზობს, ასე გამოიყურება:
დონარუმა – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ვიტინია, ნევეში, ფაბიანი – ბარკოლა, კვარაცხელია, დემბელე.
როგორც ჩანს, პარიზული გრანდი ფინალს თითქმის იდეალური ფორმაციით ხვდება. ახლა მთავარია, როგორ განახორციელებს ლუის ენრიკე თავის ტაქტიკურ გეგმებს დიდ თამაშში, სადაც თითოეულ დეტალს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
What's Your Reaction?






