“უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

სააგენტო "პარალელი" “უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!” – ნანუკა ჟორჟოლიანი გამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ტვ “პირველის” საავტორო გადაცემის წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, მიიჩნევს მას უსამართლო პატიმრად და ამასთანავე პოლიციელების მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულების ჩამოთვლას ახდენს: “მზია ამაღლობელი უკვე 100 დღეა უსამართლო პატიმარია. უსამართლობაა ჟურნალისტის დილეგში გამომწყვდევა, მაშინ როცა სისტემა გჩაგრავს და სილის გაწნა ერთდერთი ლოგიკური რეაქციაა. უსამართლობაა დილეგში […] “უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!” – ნანუკა ჟორჟოლიანი პარალელი

აპრ. 23, 2025 - 05:57
 0
“უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

სააგენტო "პარალელი"
“უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ტვ “პირველის” საავტორო გადაცემის წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, მიიჩნევს მას უსამართლო პატიმრად და ამასთანავე პოლიციელების მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულების ჩამოთვლას ახდენს:

მზია ამაღლობელი უკვე 100 დღეა უსამართლო პატიმარია.

უსამართლობაა ჟურნალისტის დილეგში გამომწყვდევა, მაშინ როცა სისტემა გჩაგრავს და სილის გაწნა ერთდერთი ლოგიკური რეაქციაა.

უსამართლობაა დილეგში გამომწყვდევა მაშინ, როცა არ დასჯილა არცერთი პოლიციელი.

პოლიციელი, რომელმაც ხუჭუჭა ბიჭი სასიკვდილოდ სცემა.

პოლიციელი, რომელმაც გურამ როგავა სასიკვდილოდ სცემა.

პოლიციელები, რომლებმაც ათობით მოქალაქე სასივდილოდ სცემეს, დაამცირეს, გაძარცვეს, პირში აფურთხეს!

უსამართლობაა მაშინ როცა არ დასჯილა არცერთი ტიტუშკა, რომელიც მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს თავს დაესხნენ და სასიკვდულოდ გაიმეტეს!

აი, ასეთ დროს, უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!

თავისუფლება მზიას!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
თავისუფლება საქართველოს!” – წერს ნანუკა ჟორჟოლოანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!” – ნანუკა ჟორჟოლიანი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow