"ფეხბურთელებს უნდა მოვუფრთხილდეთ" - მასკერანომ MLS-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა
ამერიკული და მექსიკური ლიგების ვარსკვლავური დაპირისპირება, რომელიც ამხანაგურ ხასიათს ატარებდა, მცირე სკანდალის მიზეზად იქცა...

„ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელი ხავიერ მასკერანო, რომელიც ორივე ფეხბურთელის ყოფილი თანაგუნდელია, ლიგის პოლიტიკას კრიტიკით შეხვდა. მისი თქმით, ასეთი სახის ამხანაგური მატჩები არ უნდა ემთხვეოდეს ჩემპიონატის აქტიურ ფაზას, რადგან გადატვირთული კალენდარი ფეხბურთელების ჯანმრთელობას და სარეაბილიტაციო პერიოდს სერიოზულ ზიანს აყენებს.
მეოთხე დღეს თამაშის ჩატარება მასკერანოს შეუსაბამოდ მიაჩნია, მით უმეტეს, როდესაც გუნდს გასვლითი მატჩებით სავსე პერიოდი აქვს. მისი თქმით, ფეხბურთი მოთამაშეებზეა დამოკიდებული და თუ მათ არ მოვუფრთხილდებით, მთლიანად სისტემა შეირყევა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი „ინტერ მაიამიში“ 2024 წლის ნოემბრიდან მუშაობს. ამჟამად კლუბს სეზონში მხოლოდ 21 მატჩი აქვს ჩატარებული და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.
What's Your Reaction?






