"ყველაფერი სხვაგვარად იყო" - კუნდე და ლევანდოვსკი იმედგაცრუებულები არიან
ფრანგს და პოლონელს თავიანთი თამაში არ მოეწონათ

როგორც ჩანს, ბარსას ფეხბურთელები თავიანთი თავებით საკმაოდ უკმაყოფილოები დარჩნენ. მაგალითად, კუნდეს და ლევანდოვსკის მიაჩნიათ, რომ ბარსამ დორტმუნდთან გუშინდელ შეხვედრაში ძალიან ცუდი ხარისხი აჩვენა.
"ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ნახევარდაცვაში კონტროლი გვაკლდა. ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ და პასი მეტოქეს გადავეცით. აქედან უნდა ვისწავლოთ, რადგან ასე თამაში არ შეიძლება", - ლევანდოვსკი.
"მიხარია, რომ ნახევარფინალში ვართ, თუმცა თამაშით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ყველაფერი გვაკლდა, რაც პირველ ნახევარში ვაჩვენეთ. გვაკლდა ინტენსივობა, პრესინგი, კონცენტრაცია, დუელის ხშირი მოგება..", - კუნდე.
What's Your Reaction?






