„ჯაიანმა წერილი გამოგზავნა…“ – რა თქვა მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენის გამოცხადებისას

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში. განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი. მკვლელობაში ბრალდებულმა […] The post „ჯაიანმა წერილი გამოგზავნა…“ – რა თქვა მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენის გამოცხადებისას appeared first on .

აპრ. 16, 2025 - 13:57
 0
„ჯაიანმა წერილი გამოგზავნა…“ – რა თქვა მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენის გამოცხადებისას

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი.

მკვლელობაში ბრალდებულმა დუმილი სასამართლოში გასული წლის 23 დეკემბერს დაარღვია. ბექა ჯაიანმა მკვლელობა აღიარა, თუმცა უარყო, რომ დანაშაული გენდერის ნიშნით ჩაიდინა.

როგორც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნა, ჯაიანმა წერილი გამოგზავნა, სადაც ბრალდებული მიუთითებდა, რომ ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ის სხდომაზე არ გამოცხადდა და ნანობს თავის საქციელს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.

დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის “თ” და “მ” ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამედიცინო ექსპერტის, ქეთევან გედენაშვილის განცხადებით, რომელმაც 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა.

The post „ჯაიანმა წერილი გამოგზავნა…“ – რა თქვა მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენის გამოცხადებისას appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow