ჯეკ გრილიში ნეაპოლში შენიშნეს - ანტონიო კონტე შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს

ინგლისელი ნახევარმცველი ჯეკ გრილიში ნეაპოლში შენიშნეს, რასაც იტალიური მედია აქტიურად აშუქებს. ცნობების მიხედვით, ფეხბურთელი შესაძლოა...

ივლ. 24, 2025 - 18:57
 0
ჯეკ გრილიში ნეაპოლში შენიშნეს - ანტონიო კონტე შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს
ინგლისელი ნახევარმცველი ჯეკ გრილიში ნეაპოლში შენიშნეს, რასაც იტალიური მედია აქტიურად აშუქებს. ცნობების მიხედვით, ფეხბურთელი შესაძლოა „ნაპოლის“ დამრიგებელმა ანტონიო კონტემ გადაბიროს. მისი იტალიაში ჩასვლა კიდევ უფრო ამძაფრებს ტრანსფერზე გავრცელებულ ჭორებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „მანჩესტერ სიტის“ კიდევ ერთი ყოფილი ლიდერი, კევინ დე ბრუინი ოფიციალურად შეუერთდა „ნაპოლის“. კლუბი ახლა შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზე ფიქრობს და გრილიში ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება.

ჯეკ გრილიში „სიტიში“ 2021 წლიდან ასპარეზობს და კლუბს „ასტონ ვილადან“ 117 მილიონ ევროდ შეუერთდა. უკანასკნელ სეზონში მან 32 შეხვედრა ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი ასისტი მიითვალა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow