38 წლის ასაკშიც ვერ აჩერებენ - მესიმ მორიგი რეკორდი მოხსნა
ლიონელ მესიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რატომ ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ...

მესის შესანიშნავი გამოსვლა არ დასრულებულა მხოლოდ ორი გოლით – ავტორიტეტული სტატისტიკური პლატფორმა 365 Scores-ის ინფორმაციით, მან კარიერაში 100 გოლის გატანა შეძლო საჯარიმოს გარედან. ამ მონაცემით ლეო გახდა პირველი ფეხბურთელი მსოფლიოს ისტორიაში, რომელმაც მსგავსი შედეგი დააფიქსირა.
გარდა ამისა, მესი გახდა პირველი მოთამაშე MLS-ის ისტორიაში, ვინც ზედიზედ ოთხ შეხვედრაში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მიუხედავად ასაკისა, არგენტინელი სუპერვარსკვლავი კვლავ აგრძელებს გამორჩეული შედეგების დაფიქსირებას და ახალ სიმაღლეებზე ასვლას.
What's Your Reaction?






