"ვადასტურებთ, რომ კლუბს აქვს ფინანსური კრიზისი, მაგრამ.." - დინამო ბათუმის განცხადება

დღეს, დინამო ბათუმის ფან-კლუბმა გააკეთა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ აჭარულ კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა...

ივლ. 10, 2025 - 18:57
 0
"ვადასტურებთ, რომ კლუბს აქვს ფინანსური კრიზისი, მაგრამ.." - დინამო ბათუმის განცხადება
დღეს, დინამო ბათუმის ფან-კლუბმა გააკეთა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ აჭარულ კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც შესაძლო იყო, გუნდი მე-4 ლიგაში დაქვეითებულიყო.

აღნიშნულ ფაქტს, სოციალურ ქსელში თავად კლუბის პრესსამსახური გამოეხმაურა - განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ძვირფასო გულშემატკივარო, საზოგადოებაში ჩვენი კლუბის მიმართ არსებული დიდი ინტერესის გათვალისწინებით - ვაქვეყნებთ განცხადებას:

ვადასტურებთ, რომ კლუბს აქვს ფინანსური კრიზისი. ბოლო დროს შევძელით არაერთი ვალდებულების გასტუმრება. გამომდინარე აქედან, დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კლუბს ემუქრება რეგიონულ ლიგაში დაქვეითება ან ეროვნულ ლიგაში 6 ქულის დაკლება - არ შეესაბამება სიმართლეს.

კლუბში შეუფერხებლად გრძელდება სავარჯიშო პროცესი და მზადება მომდევნო მატჩებისთვის.

მიმდინარე პერიოდში გუნდის წინაშე არსებული გარკვეული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ევროტურნირებზე მონაწილეობის ერთწლიანი აკრძალვა, თუმცა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის მოცემული გვაქვს გარკვეული ვადა. ჩვენი კლუბი სხვა ევროპული კლუბების მსგავსად გადის უეფას ფინანსურ მონიტორინგს. მონიტორინგის ფარგლებში არსებული მოთხოვნების მოცემულ ვადებში სრულად შესასრულებლად მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა.

დინამო ბათუმი ნებისმიერ საკითხზე იღებს ვალდებულებას გულშემატკივარი ჩააყენოს საქმის კურსში
", - წერია განცხადებაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow