Marca: "სეზონის ბოლოს მადრიდის რეალს მოდრიჩი და ვასკესი დატოვებენ"

როგორც ჩანს, რეალი ასაკოვან ფეხბურთელებთან გამომშვიდობებას აპირებს

აპრ. 18, 2025 - 21:27
 0
Marca: "სეზონის ბოლოს მადრიდის რეალს მოდრიჩი და ვასკესი დატოვებენ"
ესპანურმა Marca-მ დაწერა, რომ მადრიდის რეალი სეზონის ბოლოს ორ ასაკოვან ფეხბურთელს, ლუკა მოდრიჩს და ლუკას ვასკესს დაემშვიდობება.

გამოცემის მტკიცებით, კლუბში უკვე ესმით, რომ სიტუაციის რადიკალურად შეცვლაა საჭირო, საამისოდ კი ფეხბურთელების გაშვება აუცილებელი იქნება.

ვასკესისა და მოდრიჩის დუეტს სეზონის შემდეგ უმთავრდება კონტრაქტები რეალთან და ისინი მადრიდს თავისუფალი აგენტის რანგში დატოვებენ.

გარდა ამისა, დიდი შანსია, რომ კლუბი კარლო ანჩელოტიმაც დატოვოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რეალთან ახლა ყველაზე ახლოს ჩაბი ალონსოა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow