"ამიტომ უნდა ბაიერნში წასვლა" - ლუის დიასს ლივერპულში წარმოუდგენლად ცოტას უხდიან

ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ლუის დიასის სურვილის შესახებ წერს, რომელსაც მიუნხენის ბაიერნში თამაში პრიორიტეტად აქვს ქცეული

ივლ. 23, 2025 - 18:57
 0
"ამიტომ უნდა ბაიერნში წასვლა" - ლუის დიასს ლივერპულში წარმოუდგენლად ცოტას უხდიან
ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ლუის დიასის სურვილის შესახებ წერს, რომელსაც მიუნხენის ბაიერნში თამაში პრიორიტეტად აქვს ქცეული.

როგორც წყარო ამტკიცებს, კოლუმბიელი ფეხბურთელის სატრანსფერო სურვილის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ის დაბალი ხელფასია, რომელსაც დიასს ლივერპულში აძლევენ.

მიუნხენის ბაიერნი სამხრეთ ამერიკელ შემტევს წლიურად 14 მილიონ ევროს სთავაზობს, მაშინ როცა ლივერპულში დიასი მხოლოდ 2.8 მილიონ ევროს იღებს.

ბოლო ინფორმაციით, ბაიერნი მესამე წინადადებას ჭკვიანურად და ყველაფრის გააზრებით ალაგებს, რათა მეტი უარი კლუბმა აღარ მიიღოს.

როგორც იწერება, ბაიერნს დიასი 80 მილიონ ევრომდე უნდა დაუჯდეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow