"წლის საუკეთესო გუნდი არა ჩელსი, არამედ.." - მოურინიო თავის ფავორიტს ასახელებს

"წლის საუკეთესო გუნდი არა ჩელსი, არამედ.." - მოურინიო თავის ფავორიტს ასახელებს

ივლ. 23, 2025 - 18:57
 0
"წლის საუკეთესო გუნდი არა ჩელსი, არამედ.." - მოურინიო თავის ფავორიტს ასახელებს
ფენერბაჰჩეს მთავარმა მწვრთნელმა, ტიტულოვანმა ჟოზე მოურინიომ მორიგად ხმაურიანი განცხადება გააკეთა. პორტუგალიელის თქმით, 2025 წლის საუკეთესო გუნდი პარიზ სენ-ჟერმენია — მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი ლონდონის ჩელსი გახდა.

მოურინიომ პარიზელთა სეზონი განსაკუთრებული ქებით შეაფასა:

"წლის საუკეთესო გუნდი არის პარის სენ-ჟერმენი, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი ჩელსი გახდა. მათი განვლილი გზა მაგონებს იმ პერიოდს, როდესაც რეალსა და ინტერს ვავარჯიშებდი და პრესეზონს აშშ-ში ვატარებდით. ლონდონელებისგან განსხვავებით, პსჟ მთელი სეზონის მანძილზე დომინირებდა."

პორტუგალიელმა განსაკუთრებული აქცენტი გუნდის რეაქციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც მათ ლიდერი დაეკარგათ:

"ლურჯ-წითლებმა სეზონის წინ დაკარგეს საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ. ეს მახსენებს ისტორიას, როცა იბრაჰიმოვიჩი ბარსაში გადავიდა, მაგრამ საუკეთესო მაინც ჩვენ გავხდით."

მოურინიოს შეფასება განსაკუთრებით ღირებულია იმის გათვალისწინებით, რომ ის თავადაც ორჯერ მიუსხდომია ჩემპიონთა ლიგის ტიტულს და არაერთ გიგანტთან იმუშავა. მისი სიტყვები მკაფიო პატივისცემას გამოხატავს "პსჟ-ის" მიმართ და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შედეგი მხოლოდ სახელებით არ მიიღწევა, არამედ სწორად აწყობილი გუნდით.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow