"პორტუდან" იჯარის შემდეგ - კონსეისაო კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს

"პორტუდან" იჯარის შემდეგ - ფრანსისკო კონსეისაო კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს

ივლ. 23, 2025 - 18:57
 0
"პორტუდან" იჯარის შემდეგ - კონსეისაო კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს

ხანგრძლივი დაკვირვებისა და ერთწლიანი იჯარის შემდეგ, ტურინის "იუვენტუსმა" ოფიციალურად გამოაცხადა ფრანსისკო კონსეისაოს ტრანსფერი. 22 წლის პორტუგალიელი შემტევი იტალიურ გრანდში სრულფასოვნად დარჩება და კლუბთან უკვე მოაწერა ხელი ხუთწლიან კონტრაქტს.

ტრანსფერი დაადასტურა ორივე კლუბმა. როგორც „პორტუს“ ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, გარიგების ფინანსურმა მხარემ 32 მილიონი ევრო შეადგინა.

კონსეისაოსთვის „იუვენტუსი“ უცხო არ არის — მოგვმართი სეზონი მან სწორედ „ბიანკონერის“ შემადგენლობაში იჯარის წესით გაატარა და საკმაოდ შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა: 40 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა.

"შავ-თეთრებმა" ახალგაზრდა ტალანტის თამაში დადებითად შეაფასეს და საბოლოო გადაწყვეტილება მისი გამოსყიდვის შესახებ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ კონსეისაოს მაღალი ტექნიკა, მობილურობა და გადაწყვეტილების სისწრაფე არა მხოლოდ შემტევ სტილზე ერგება, არამედ ახლადდანიშნული მწვრთნელის გეგმაშიც იდეალურად ჯდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow