ანჩელოტის შვილმა შესაძლოა სერია A-ს კლუბი ჩაიბაროს

კარლო ანჩელოტის შვილი, დავიდე ანჩელოტი, შესაძლოა ახალი სეზონიდან „კომოს“ მთავარი მწვრთნელი გახდეს...

მაი. 11, 2025 - 21:27
 0
ანჩელოტის შვილმა შესაძლოა სერია A-ს კლუბი ჩაიბაროს
კარლო ანჩელოტის შვილი, დავიდე ანჩელოტი, შესაძლოა ახალი სეზონიდან „კომოს“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

უმცროსი ანჩელოტი ამჟამად მადრიდის „რეალში“ მამამისის ასისტენტად მუშაობს, თუმცა მას დამოუკიდებლად მუშაობის სურვილი აქვს, ხოლო „კომო“ საინტერესო შესაძლებლობას წარმოადგენს.

იტალიური კლუბის ამჟამინდელი თავკაცი სესკ ფაბრეგასია, რომელიც გერმანული „ლევერკუზენის“ სამიზნედ იქცა. დიდი ალბათობით, ფაბრეგასი გუნდს დატოვებს, მის შემცვლელად კი ლომბარდიელები სწორედ დავიდე ანჩელოტის განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის სპეციალისტს ჯერჯერობით მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. „კომოს“ გარდა, ანჩელოტით დაინტერესებული არიან გლაზგოს „რეინჯერსი“ და ორი ესპანური კლუბიც, რომელთა ვინაობაც მედიაში არ გაჟღერებულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow