"არავინ ამბობს რეალში თამაშზე უარს" - მაკელელემ არნოლდის ტრანსფერი შეაფასა

ფრანგი ლეგენდა კლოდ მაკელელე „რეალის“ ახალწვეულზე, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზე საუბრობს. მაკელელეს თქმით, ინგლისელმა...

ივნ. 15, 2025 - 18:27
 0
"არავინ ამბობს რეალში თამაშზე უარს" - მაკელელემ არნოლდის ტრანსფერი შეაფასა
ფრანგი ლეგენდა კლოდ მაკელელე „რეალის“ ახალწვეულზე, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზე საუბრობს. მაკელელეს თქმით, ინგლისელმა ფეხბურთელმა სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც მადრიდულ გრანდს შეუერთდა.

არავინ ამბობს უარს 'რეალში' თამაშზე. ეს კლუბი განსაკუთრებულია თავისი ისტორიითა და ამბიციებით. ტრენტმა 'ლივერპულთან' მნიშვნელოვანი გზა გაიარა — მოიგო როგორც პრემიერ ლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ დრო იყო წინსვლისთვის,“ — აღნიშნა მაკელელემ.

მისი შეფასებით, ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი არნოლდი მადრიდში ახალ გამოწვევას იღებს და ამ გადაწყვეტილებით საკუთარი კარიერის ახალ ეტაპზე გადადის. მაკელელე დარწმუნებულია, რომ გუნდის ახალ მწვრთნელთან ერთად ტრენტი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას და „რეალში“ წარმატებას მიაღწევს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow