ახალ სეზონს პრემიერ ლიგაში დაიწყებს? - ჩაკვეტაძეს მსურველი გამოუჩნდა

ინგლისში დაბრუნებული ლეგენდარული კლუბი, „ლიდს იუნაიტედი“, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურ მზადებას იწყებს...

მაი. 4, 2025 - 15:57
 0
ახალ სეზონს პრემიერ ლიგაში დაიწყებს? - ჩაკვეტაძეს მსურველი გამოუჩნდა
ინგლისში დაბრუნებული ლეგენდარული კლუბი, „ლიდს იუნაიტედი“, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურ მზადებას იწყებს და რამდენიმე ახალი ფეხბურთელის დამატებას განიხილავს. გამოცემა Leeds AllOver-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ „უოტფორდის“ ქართველ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს მოიაზრებენ.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა სამ პოზიციაზე გაძლიერებას გეგმავს და სიაში უკვე ფიგურირებენ: „იფსვიჩის“ მცველი ბენ ჯონსონი (25 წლის), „სანდერლენდის“ ნიჭიერი შუახაზელი ჯობ ბელინგემი (ჯუდ ბელინგემის უმცროსი ძმა) და 25 წლის ჩაკვეტაძე.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მიმდინარე სეზონში სტატისტიკურად მხოლოდ 2 გოლი და 6 ასისტი აქვს, ბრიტანული მედია ხაზს უსვამს მის ტექნიკას, დრიბლინგს და საერთო გავლენას თამაშზე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქართველ ფეხბურთელს აქვს უნარი, რთულ მომენტებში ლიდერობა იტვირთოს და ამ ასპექტში იგი პრემიერლიგის გუნდებისთვის ფასეული რესურსი შეიძლება გახდეს.

„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ტომ კლევერლი, რომლის ხელშიც ჩაკვეტაძემ სტაბილური სათამაშო დრო მოიპოვა, აღნიშნავს, რომ გუნდი იმედს არ კარგავს ქართველი შემტევის შენარჩუნებაზე.

ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძეს ინგლისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow