"ბუნდესლიგის მოგების შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ.." - ვენსან კომპანი

რა უთხრა ფეხბურთელებს კომპანიმ ჩემპიონობის შემდეგ

მაი. 19, 2025 - 21:57
 0
"ბუნდესლიგის მოგების შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ.." - ვენსან კომპანი
მედიაში ვრცელდება მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, ვენსან კომპანის სიტყვები, რომელიც მან თავის ფეხბურთელებს ბუნდესლიგის მოგების შემდეგ უთხრა.

იჭებს ვუთხარი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ტიტული მოიგეთ კარიერაში - ყოველთვის ისე უნდა იზეიმოთ, თითქოს ეს თქვენი პირველი ტიტული იყოს! ჩვენ ისე ვიზეიმებთ, როგორც პირველი დროს ვიზეიმეთ და ასე გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში კიდევ ერთ, “პირველ” ტიტულს მოვიგებთ.

- თქვა კომპანიმ.

მიუხედავად ტიტულის მოგებისა, რეკორდმაისტერის გულშემატკივრები ბელგიელი მწვრთნელით კმაყოფილები არ არიან. მათ უმეტესობას მიაჩნია, რომ კომპანი ბაიერნის მენტალობას აშკარად დაშორებულია და გუნდს სამომავლო დიდ წარმატებას ვერ მოუტანს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow