"ნეაპოლელების სახელით ვითხოვ, ხვიჩას აღლუმზე არ დაუძახონ" - ჟურნალისტის ხმამაღალი განცხადება

იტალიელი ჟურნალისტის საკმაოდ ხმამაღალი განცხადება

მაი. 19, 2025 - 21:57
 0
"ნეაპოლელების სახელით ვითხოვ, ხვიჩას აღლუმზე არ დაუძახონ" - ჟურნალისტის ხმამაღალი განცხადება
იტალიის სერია A-ს დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი და ნაპოლი მეორეადგილოსან ინტერს ამდენივე ქულით უსწრებს.

თუ ანტონიო კონტეს გუნდი ბოლო ტურში კალიარის დაამარცხებს, მაშინ სკუდეტოს ნაპოლი ისტორიაში მეოთხედ მოიგებს.

როგორც ჩანს, ამის დიდი იმედი აქვს ცნობილ იტალიელ ჟურნალისტ უმბერტო კიარიელოს, რომელიც ამბობს, რომ ნაპოლიმ საჩემპიონო აღლუმზე ხვიჩა კვარაცხელიას არ უნდა დაუძახოს.

კალიარი ის გუნდი არ არის, რომ შინ ვერ მოვუგოთ. ნაპოლი ისევ ჩემპიონი გახდება და ხალხს ზეიმის საშუალება მიეცემა. აქვე ნეაპოლელი ხალხის სახელით ვითხოვ, რომ საჩემპიონო აღლუმზე ხვიჩა კვარაცხელიას არ დაუძახონ.

- ამბობს კიარიელო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow