გაწამებული ტიმბერის და ოდეგორის გარეშე - არსენალს ლიგაზე დიდი საკადრო პრობლემები აქვს

არტეტას შესაძლოა 2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდეს

მაი. 4, 2025 - 19:56
 0
გაწამებული ტიმბერის და ოდეგორის გარეშე - არსენალს ლიგაზე დიდი საკადრო პრობლემები აქვს
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ლონდონის არსენალს შესაძლოა 2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდეს.

კლუბის ინსაიდერის, ქრის ვიტლის ინფორმაციით, საქმე იურიენ ტიმბერსა და მარტინ ოდეგორს ეხებათ. პირველი მათგანი პრემიერ ლიგის განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა, ოდეგორმა კი ბორნმუთთან მატჩი ბოლოსკენ კოჭლობით დატოვა.

ამ მომენტისთვის კვარას უშუალო მეტოქე ბენ უაითი გამოდის, რომელიც მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ისედაც ძალიან ცოტას თამაშობს, კაპიტნის გამოკლება კი დამატებით დიდი დარტყმა იქნება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ არსენალს 7 მაისს უმასპინძლებს და პირველ მატჩში მიღებული უპირატესობის შემდეგ ლიგის ფინალში გასვლას შეეცდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow