დასაფასებელი ჟესტი - ქუთაისის "ტორპედო" ვახო ახობაძეს უმასპინძლებს
დასაფასებელი ჟესტი - ქუთაისის "ტორპედო" ვახო ახობაძეს უმასპინძლებს

"რას იტყვით, ჩემპიონს ერთად მივულოცოთ და მადლობა გადავუხადოთ? ხვალ „შენგელია არენაზე“ GRAND BELLAGIO NOMAD CUP-ის გამარჯვებულ ვახტანგ ახობაძეს ვუმასპინძლებთ. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ქართველი ჩემპიონები — გიგა ბერაძე და ავთანდილ თუთბერიძე. შენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია — მოდი სტადიონზე!" — ნათქვამია "ტორპედოს" განცხადებაში.
ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "იბერიას" 28 აპრილს, 21:00 საათზე უმასპინძლებს.
ცნობისთვის, ახობაძემ ბათუმში გამართულ მატჩრევანშში ყირგიზი ბეკბოსუნ ტოკტოსუნი 3:0 დაამარცხა.
What's Your Reaction?






