"ერთადერთი ვისაც მერაბ დვალიშვილის დამარცხება შეუძლია.." - ალჯამეინ სტერლინგი "ფავორიტს" ასახელებს
"ერთადერთი ვისაც მერაბ დვალიშვილის დამარცხება შეუძლია.." - ალჯამეინ სტერლინგი "ფავორიტს" ასახელებს

სტერლინგი განსაკუთრებულად აღნიშნავს დვალიშვილის უკანასკნელ ბრძოლას შონ ო’მალთან, რომელიც 8 ივნისს შედგა და სადაც ქართველმა ფენომენალურმა სპორტსმენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს ის ამ წონითი დივიზიონის უპირობო ლიდერია. როგორც სტერლინგი ამბობს, მერაბის გამოსვლა „უნაკლო“ იყო და ის ქარიშხალივით მოედო ოქტაგონს – დაუღალავი მოძრაობით, წნეხით, ტემპით და მოწინააღმდეგის ყველა სუსტი წერტილის მყისიერი იდენტიფიცირებით.
საგულისხმოა სტერლინგის რჩევაც – მერაბმა უნდა გააგრძელოს განვითარება, შეინარჩუნოს თავისი დაუფლებული სტილი, მაგრამ ამავე დროს, არ შეწყვიტოს ევოლუცია. როგორც ის ამბობს, სულ მცირედი ცვლილებებიც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კონკურენტები მასთან გამკლავებას კიდევ უფრო ვერ შესძლებენ.
ამ განცხადებას განსაკუთრებული წონა აქვს, თუ გავითვალისწინებთ ალჯამეინის გამოცდილებას, სტატუსსა და იმასაც, რომ ის თავად იყო ამ დივიზიონის ჩემპიონი და პირადად იცნობს MMA-ს შიდა სამზარეულოს.
დვალიშვილმა კი, როგორც ჩანს, არა მარტო მეტოქეები დაამარცხა, არამედ უკვე საკუთარ გზასაც მიჰყვება – გზას, რომელმაც UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჩემპიონად უნდა აქციოს.
What's Your Reaction?






